Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ იტალიის ნაკრების მენტალობა შეიცვალა“

იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცის რობერტო მანჩინის თქმით, აძურიმ მენტალიტეტი შეიცვალა და ახლა უფრო შემტევი გუნდი გახდა.

„იტალიის ნაკრები ცნობილი იყო თავისი დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთით, რომელიც თავის თამაშს კონტრ-შეტევებზე აწყობდა, მაგრამ ჩვენ ამ მიდგომის შეცვლა ვცადეთ და ვფიქრობ, რომ გამოგვივიდა კიდეც.

„აძური ბოლო პერიოდში სრულიად განსხვავებული, დომინანტი ფეხბურთის თამაშს ცდილობს, ჩვენ როგორც ესთეტიურ, ასევე შედეგიან თამაშს ვაჩვენებთ და ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების კარგი შანსები გვაქვს.“

გათიშვა