Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩინი:“ იტალიის ნაკრების მიზანი რეიტინგში დაწინაურებაა“

იტალიის ნაკრები ხვალ არტემიო ფრანკიზე ამხანაგურ მატჩში მოლდოვას ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ პრესკონფერენცია აძურის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ გამართა.

„ზოგიერთი ფეხბურთელი ჯერჯერობით კორონა ვირუსის პროტოკოლის გამო ნაკრებში არ გამოცხადებულა, თუმცა ხვალ ყველა მათგანი ჩვენთან იქნება, მათ შორის იუვეს ფეხბურთელებიც.

„ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რეიტინგში დაწინაურებაა. ბოლო პერიოდში იტალიამ 9 პოზიციით წინ გადაინაცვლა, თუმცა ჩვენი მიზანი ათეულში შესვლაა, რათა მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრაზე პირველ კალათაში მოვხვდეთ.

„კიეზას იუვეში ტრანსფერი ? ეს ნაკრებისთვის არაფერს ცვლის. ფედერიკო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და არ აქვს მნიშვნელობა თუ რა გუნდში თამაშობს ის.

„მოლდოვის ნაკრებისგან იგივე თამაშს ველოდებით, რაც ბოსნიასგან ვიხილეთ. ისინი თავს დაიცავენ და კონტრ-შეტევების შანსს დაელოდებიან.

„პალმიერის სიტუაცია ? იმედი მქონდა, რომ ის ჩელსიდან ისეთ გუნდში წავიდოდა, სადაც უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებოდა. მარცხენა მცველის პოზიციაზე ამჟამად არც თუ ისე დიდი არჩევანი გვაქვს და კარგი იქნებოდა, რომ თითოეულ მათგანი საუკეთესო ფორმაში ყოფილიყო, თუმცა საერთო ჯამში ჩვენ შესანიშნავი ნაკრები გვყავს.“

მოლდოვასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ იტალია გასვლაზე პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, შემდეგ კი ჰოლანდიის ნაკრებს ბერგამოში უმასპინძლებს.