Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ იტალიის პროექტი გრძელდება“

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.

ხელშეკრულების გაოფიციალურების შემდეგ, კომენტარი თავად რობერტო მანჩინიმ გააკეთა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა ფედერაციის პრეზიდენტს ნდობისთვის მადლობა გადავუხადო.

„ჩვენ კონტრაქტი გავახანგრძლივეთ და ერთად ბევრ ტურნირზე ვითამაშებთ. გამარჯვება მარტივი არ იქნება, რადგან გუნდი შენების პროცესშია, მაგრამ პროექტი, რომელიც 3 წლის წინ დავიწყეთ გრძელდება და ჩვენ საკმაოდ ამბიციურები ვართ.

„გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ძალიან მალე ნაკრების ლიდერები გახდებიან. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით.“