Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ იტალიის ტექნიკა ინგლისის ფიზიკის წინააღმდეგ…“

რობერტო მანჩინიმ ინგლისთან ფინალური მატჩის წინ, რომელიც ხვალ 23:00 საათზე გაიმართება, პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ ევროპის ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ და ფინალში დამსახურებულად ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვებაა და მის მოსაპოვებლად ხვალ თითოეულ მომენტში ბოლომდე ვიბრძოლებთ, რის შემდეგაც ყველა დასასვენებლად წავალთ და იმედი მაქვს, რომ სინანულის გრძნობა არ დაგვრჩება.

„ესპანეთთან მატჩი ? ჩვენ იდენტობის შენარჩუნება და ჩვენი თამაშის ჩვენება ყოველთვის გვსურს, მაგრამ ესპანეთმა სივრცეების შეზღუდვა კარგად მოახერხა, მაგრამ იტალია საკუთარ სტილს არ უღალატებს.

„ინგლისი ფიზიკურად ჩვენზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ უფრო ტექნიკური შემადგენლობა გვყავს და იმედია ხვალ სწორედ ტექნიკა გაიმარჯვებს.“

ხვალ ინგლისისთვის 55 წელიწადში პირველი ფინალი იქნება. შეუძლია თუ არა ინგლისს საკუთარ თავს იტალიის დონის ნაკრები ეწოდოს ?

„ინგლისს ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავდა და მათ წლების განმავლობაში ძალიან არ უმართლებდათ. ჩვენ წინ შესანიშნავი შეხვედრა გველოდება გადაჭედილ სტადიონზე და ეს ყველასთვის, ვისაც ეს დიდებული სპორტი უყვარს, კარგი ამბავია. ჩვენ მათი ძლიერი მხარეები კარგად ვიცით და ყველაფრისთვის მზად ვართ, ფინალში გასვლა შესაბამისი გუნდის გარეშე წარმოუდგენელია და ხვალ გამოჩნდება, თუ რომელია ევროპაში საუკეთესო.

„მე კარიერაში იტალიის მაისურით ტიტულის მოპოვების საშუალება არ მომეცა, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ხვალ ჩვენ იტალიის სახელით პირველ ტიტულს მოვიპოვებთ, ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ.“