Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ კიეზას მამამისს ვერ შევადარებ“

იტალიიც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფედერიკო კიეზას შესანიშნავ თამაშს გამოეხმაურა და სხვა იტალიელ ტალანტებზე ისაუბრა.

„ენრიკო კიეზა და ფედერიკო ძალიან განსხვავდებიან. ენრიკო სამპდორიაში ძალიან პატარა ასაკში მივიდა, შემდეგ კი იჯარით მოდენას შეუერთდა და გოლების გატანა დაიწყო.

„ის სამპდორიაში გაცილებით სრულყოფილი ფეხბურთელი დაბრუნდა და მისი გაფორმება ყველას სურდა, კარგი ფეხბურთელის გარდა, ის შესანიშნავი პიროვნებაც არის.

„ფიზიკურად ფედერიკო და მამამისი ძალიან განსხვავდებიან, ტექნიკურად კი მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო, ბურთთან შეხება უშუალოდ დარტყმის წინ.

„ენრიკო ფორვარდი იყო, ფედერიკო კი გარემარბია და მამამისზე ბევრს დარბის. იუვენტუსი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ეს გუნდი მას განვითარების საშუალებას აუცილებლად მისცემს.

„ძაკანი და ლოვატო ? ისინი ტოპ გუნდს მაშინ უნდა შეუერთდნენ, როდესაც ამის შესაბამისი დრო მოვა, იქამდე კი ვერონა უნდა დატკბეს იმ ფაქტით, რომ ორი ასეთი დიდებული ფეხბურთელი ჰყავს.“