Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩინი:“ ლევანდოვსკი მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია“

რობერტო მანჩინიმ პოლონეთთან გასამართი მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 22:45 საათზე ერთა ლიგის ეგიდით გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა.

„ხვალ ჩვენ ურთულესი თამაში გველის, რადგან სხვა შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად, პოლონეთის ნაკრებს მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი ჰტავთ. სამწუხაროა, რომ მისი თამაში სერია ა-ში ვერ ვიხილეთ.

„პოლონეთისთვის ის ფუნდამენტალური ფეხბურთელია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლონეთის წინააღმდეგ ნებისმიერ ნაკრებს გაუჭირდება. საბედნიეროდ იტალიას ყველაზე ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს და იმედი ამქვს, რომ ხვალ ლევანდოვსკის განეიტრალებას მოვახერხებთ.“

რამდენიმე დღის წინ იტალიამ მოლდოვა 6 – 0 გაანადგურა, თუმცა ჩირო იმობილემ გოლის გატანა კვლავ ვერ მოახერხა და კრიტიკა დაიმსახურა.

„იმობილეს არც თუ ისე კარგი შედეგი იმით აიხსნება, რომ ლაციო და იტალიის ნაკრები რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. ჩირო ნაკრებში ყოველთვის კარგად ირჯება და 38 თამაშის ჩატარება მიყოლებით რომ მოუწიოს, მინიმუმ 25 გოლს გაიტანს, თუმცა რთულია, როდესაც ნაკრებში სულ რამდენიმე თამაშის ჩატარება გიწევს და სხვა სტილის ფეხბურთთან შეგუების დრო არ გაქვს.

„ვინ იქნება სასტარტოში ? სკამზე ჯდომა არც ერთ ფეხბურთელს არ სიამოვნებს და ყველას მოედანზე უნდა ყოფნა, თუმცა მე იმ ფეხბურთელებს დავაყენებ, რომლებიც ახლა საუკეთესო ფორმაში არიან.“