Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ მიზნამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს“

რობერტო მანჩინიმ ესპანეთის დამარცხების და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„პენალტები ორივე გუნდისთვის ძალიან უმოწყალოა. რთული მატჩი გამოვიდა, ესპანეთმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, იტალიამ კი სამწუხაროდ ჩვეული მატჩი ვერ ჩაატარა, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და საერთო ჯამში ფინალში თამაში დავიმსახურეთ.“

ლუის ენრიკემ ყველასგან მოულოდნელად ალვარო მორატა სკამზე დატოვა და მის ნაცვლად ფერან ტორესი დააყენა.

„ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს, მაგრამ საბედნიეროდ მოედანზე უამრავი გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც კოორდინაცია მალევე მოახერხეს და მეტოქეს ბევრი მომენტის შექმნის საშალება არ მისცეს.

„ფეხბურთის გუნდები უტევენ და იცავენ თავს, მხოლოდ შეტევაში თამაშს ვერავის მოსთხოვ. დღეს შანსები ორივე გუნდს ჰქონდა და დაცვასაც ორივე გუნდი დიდ ყურადღებას აქცევდა, არა მხოლოდ იტალიელები.“

მანჩინიმ 2018 წლის შემდეგ იტალიის ტრანსფორმაცია მოახდინა.

„ამ ყველაფერში ყველაზე დიდი დამსახურება ბიჭების არის, რადგან მათ 3 წლის წინ ჩემი ირწმუნეს და ჩემი იდეები გაიზიარეს. თუმცა ჩვენ ჯერჯერობით არაფრისთვის მიგვიღწევია, მიზნამდე კიდევ ერთი ძალიან რთული ნაბიჯი გვაშორებს.“