Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩინი:“ მიხარია, რომ ნიდერლანდელებს იტალიის ნაკრების თამაშის სტილი მოსწონთ“

იტალიის ნაკრები ხვალ ნიდერლანდებს, 22:45 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის წინ პრესკონფერენცია რობერტო მანჩინიმ გამართა.

„ხვალ ძირითად XI ცვლილებები იქნება. ჩვენ ჯიჯო დონარუმას, კიელინის, ჟორჟინიოს და ჩირო იმობილეს ვიხილავთ.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ ხვალ იმ თამაშის ჩვენებას მოვახერხებთ, რითიც პანდემიამდე ზედიზედ 10 გამარჯვებას მივაღწიეთ.

„გუნდმა ბოსნიასთანაც კარგად ითამაშა, თუმცა გარკვეულ ასპექტებში მეტი ყურადღება გვმართებდა და სამწუხაროდ ქულები დავკარგეთ. ხვალ უნდა ვეცადოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ.“

ნიდერლანდელების მთავარმა მწვრთნელმა, დვაით ლოდვეგესმა განაცხადა, რომ იტალიას და ნიდერლანდელებს ერთნაირი, შემტევი თამაშის სტილი აქვთ.

„მიხარია, რომ ჩვენი სათამაშო დონე და სტილი ისეთი ფილოსოფიის ნაკრებმა მოიწონა, როგორიც ნიდერლანდებია. ტოტალური ფეხბურთი სწორედ მათ გამოიგონეს და ასეთი კომპლიმენტის მოსმენა სასიამოვნოა.

„ბიჭებმა ქება დაიმსახურეს, რადგან ის ფეხბურთი, რასაც იტალია ახლა თამაშობს, ტრადიციული იტალიური კატენაჩოდან ძალიან განსხვავდება, თუმცა ფეხბურთელებმა ალღო მოკლე დროშ აუღეს.

„ბოსნიასთან მატჩისგან განსხვავებით, ხვალ ძალიან სანახაობრივი მატჩი გველის, რადგან ერთმანეთს ორი შემტევი გუნდი დაუპირისპირდება.“

იმობილემ გასულ სეზონში Capocannoniere-ს წოდება და ოქროს ბუცი დაიმსახურა, თუმცა მანჩინიმ ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა და ძირითადში ბელოტი დააყენა.

„გადაწყვეტილებას იმის მიხედვით ვიღებ, რასაც ვარჯიშზე ვხედავ. ჩირო და იმობილე გუნდებში სხვა ფეხბურთს თამაშობენ და ნაკრებში ადაპტაციის პერიოდს გადიან. ბელოტიმ და იმობილემ თავიანთი მოვალეობები კარგად შეასრულეს, თუმცა მათ მეტი მოეთხოვებათ.

„ფეხბურთელები ნაკრებში ყოველგვარი წინა-სასეზონო მომზადების გარეშე მოვიდნენ, ამიტომ ძალიან უცნაურ სიტუაციაში ვართ. მე ძირითადში იმას ვაყენებ, ვინც ვარჯიშზე უკეთეს ფორმაში იქნება. ამის გარდა, ჩვენ როტაციას უნდა მივმართოთ, რადგან 3 დღეში 2 მატჩის ჩატარება ფეხბურთელისთვის ტრავმის შანსს ზრდის, ჩვენ კი მათ ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდეთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.