Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ მუნდიალის მიღმა დარჩენა რთულია, მაგრამ ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ, კიელინი და ინსინიე ?…“

იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ Corriere dello Sport-თან აძურის რიგებში არსებულ სიტუაციაზე, ჯორჯო კიელინისა და ლორენცო ინსინიეს შესახებ ისაუბრა.

„განწყობა იტალიის ნაკრებში ? მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენა თითოეული ჩვენგანისთვის ურთულესი გადასატანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, შენ ფეხზე წამოდგე და ბრძოლა გააგრძელო.

„ჩვენ ზაფხულში რამდენიმე მატჩი გვაქვს, შემდეგ კი ერთა ლიგა დაიწყება და გვსურს, რომ ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ. იტალიას არაერთი გამოსარჩევი ახალგაზრდა ჰყავს, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვჭირდება, რომლებიც უნდა აღმოვაჩინოთ და მათ თავის გამოჩენის საშუალება მივცეთ.

„კიელინი ? მისი წასვლა საწყენია, რადგან როგორც გუნდისთვის, ასევე ნაკრებისთვის ის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მაგრამ სამწუხაროდ დრო არავის ინდობს.

„მან გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, ის ნაკრებს და გუნდს ევროპის ჩემპიონის სტატუსით ემშვიდობება.

„ინსინიე ? ის მიიღებს ახალ გამოცდილებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მან ნაკრებს ძალიან ბევრი რამ მისცა და იმედი მაქვს, რომ ლორენცო იგივეს გაკეთებას კიდევ შეძლებს.“