Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი მხოლოდ ერთ ცვლილებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, რობერტო მანჩინი შვეიცარიასთან მატჩში, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთ ცვლილებას განახორციელებს.

აძურიმ ევროპის ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა თურქეთის წინააღმდეგ შესანიშნავად ჩაატარა და Tuttosport-ის ცნობით, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც სასტარტოში შეიცვლება, ალესანდრო ფლორენცი იქნება. რომას ფეხბურთელს მცირე დაზიანება აქვს და ძირითად შემადგენლობაში მის ნაცვლად ჯოვანო დი ლორენცოს ვიხილავთ.

დომინიკო ბერარდი, რომელმაც თურქეთთან მცირე დაზიანება მიიღო, თავს კარგად გრძნობს და არანაირი პრობლემა არ აქვს. იტალიის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურება:

დონარუმა; დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა; ბარელა, ჟორჟინიო, ლოკატელი; ბერარდი, იმობილე, ინსინიე