Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ მხოლოდ ფინალში გასვლა იტალიისთვის საკმარისი არ არის“

რობერტო მანჩინიმ UEFA-სთან ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა უკვე დიდი მიღწევაა, მაგრამ ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის.

„იტალიისთვის ეს ჩემპიონატი წარმატებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ კვირას ინგლისს დავამარცხებთ და ტიტულის მფლობელი გავხდებით, რადგან ფეხბურთში საბოლოო ჯამში აზრი მხოლოდ გამარჯვებას აქვს.“

ინგლისს დიდი უპირატესობა ექნება, რადგან მათ საშინაო არენაზე უწევთ თამაში და კორონა ვირუსის შეზღუდვების გამო იტალიიდან მხოლოდ 1,000 ქომაგს ექნება გამგზავრების უფლება.

„თითქმის ორი წელიწადი ცარიელ სტადიონებზე თამაშის შემდეგ, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ შეხვედრას მაყურებლები დაესწრებიან, თუნდაც ისინი ჩვენი ქომაგები არ იყვნენ.

„ჩვენ წინ შესანიშნავი შეხვედრა გველოდება, რადგან ინგლისს როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურადძალიან ძლირი გუნდი ჰყავს, მაგრამ იტალიას ნებისმიერ გუნდთან შეუძლია გამარჯვება და ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარეები კარგად ვიცით, რომელთა გამოყეენბას მაქსიმალურად ეფექტურად შევეცდებით.

„იტალიამ ზეწოლა უნდა დაივიწყოს და ფინალში თამაშით მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. ასეთი დონის მატჩში მონაწილეობის საშუალება ბევრს არ ეძლევა, ამიტომ დაძაბულობის ადგილი ჩვენს როგებში არ არის.“

იტალიამ ესპანეთთან მატჩში თამაშისადმი მიდგომა შეცვალა და ბურთი ფურია როხას დაუთმო.

„თუ შენ ევროპის ჩემპიონატის ან მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გსურს, უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ სხვადასხვა სტილით თამაში შეგეძლოს და მეტოქის მახასიათებლების გათვალისწინებით შენი თამაში შეცვალო.

„შენ არ შეგიძლია ყველა თამაშში დომინაცია მოინდომო, რადგან ზოგჯერ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის და ასეთი მომენტებისთვის მზად უნდა იყო. საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს იმის გამოცდილება, რომ ასეთ სიტუაციებში მშვიდად ვიმოქმედოთ და შექმნილ სირთულეებს გავუმკლავდეთ.“