Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩინი:“ ნაკრებს განვთარება კიდევ შეუძლია“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ თავისი პოტენციალის მაქსიმუმი ჯერ არ უჩვენებიათ.

სკუადრა აძურამ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი შთამბეჭდავად გაიარა და 10 თამაშიდან ყველას მოგება მოახერხა.

„იტალიის ნაკრების ბოლო მატჩიდან 10 თვე გავიდა და იმედი მაქვს, რომ ბიჭები თამაშს იგივე ტემპით და მონდომებით გააგრძელებენ.

„სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ განვითარება როგორც ტექნიკურ, ისე ტაქტიკურ ასპექტში შეგვიძლია და ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ.“

იტალია ხვალ ერთა ლიგის ეგიდით არტემიო ფრანკიზე ბოსნიას ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

„ერთა ლიგაზე წარმატების მიღწევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში იტალია რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა, თუმცა ჯერ კიდევ ათეულის მიღმა ვართ, რაც სკუადრა აძურას არ ეკადრება. ერთა ლიგის ფინალი იტალიაში გაიმართება და ჩვენ გვსურს, რომ იმ მატჩის მონაწილეები ვიყოთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.