Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ ჟორჟინიომ Ballon d’Or დაიმსახურა. დონარუმა ? …“

იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

აძური სანაკრებო პაუზის პერიოდში ბულგარეთს, შვეიცარიას და ლიტვას დაუპირისპირდება.

„ჩვენ ისე უნდა გავაგრძელოთ, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობდით, მაქსიმალური მოტივაციით და ბრძოლის სურვილით.

„ვფიქრობ, რომ ჩვენმა გამარჯვებამ მეტოქეების თვალში იტალიის ნაკრები შეცვალა, რადგან ჩვენ 60 მილიონი ადამიანის თვალწინ ევროპის ჩემპიონები გავხდით, ამიტომ ახლა მოწინააღმდეგეები უფრო მეტი მოტივაციით და სიფრთხილით გვეთამაშებიან.

„მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კიდევ 5 მატჩის გამართვა მოგვიწევს და ჩვენ თითოეულ მათგანში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

„კინის ნაკრებში დაბრუნდება ? ევროპის ჩემპიონატზე მე არაერთი უნიჭიერესი ფეხბურთელის განაცხადს მიღმა დატოვება მომიწია, მაგრამ მან იცოდა, რომ ნაკრებში დაბრუნდებოდა.

„ნიკოლო ძანიოლომ საბედნიეროდ ტრავმა მოირჩინა და ის მზად არის, რომ იტალიის ნაკრებს დაეხმაროს.

„იტალიის ნაკრებს სასტარტო შემადგენლობა არ ჰყავს. 26 ფეხბურთელი, რომელიც გამოძახებულია, აქ ყოფნას და თამაშს იმსახურებს, ჩვენ სასტარტო შემადგენლობას მეტოქის მიხედვით შევარჩევთ, თითოეული ჩვენი ფეხბურთელი მნიშვნელოვანია.

„ლაცარის ნაკრებში კალაბრია ჩაანაცვლებს, ბელოტის შესახებ კი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. ის თავს არც თუ ისე კარგად გრძნობს.“

ჟორჟინიო, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, Ballon d’Or-ის მოგების ერთ-ერთი კანდიდატია.

„ვფიქრობ, რომ ჟორჟინიოს დიდებული სეზონი ჰქონდა და მან ოქროს ბურთი ნამდვილად დაიმსახურა.

„რატომ არ ეძლევა დონარუმას დრო პსჟ-ში ? მან სეზონი გვიან დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ის შანსს აუცილებლად მიიღებს.“