Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩინი:“ ჟორჟინიო იტალიისთვის ფუნდამენტალური მოთამაშეა“

რობერტო მანჩინიმ ერთა ლიგის ეგიდით ნიდერლანდელებთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, პირდაპირი ეთერის ლინკები საიტზე თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე დაიდება.

„ჩვენ ვუპირისპირდებით მეტოქეს, რომელმაც ჩვენს მსგავსად ახალი პროექტი ორი წლის წინ დაიწყო. შედარებით პატარა ნაციის მიუხედავად, მათ უამრავი გამორჩეული ტალანტი ჰყავთ, რომლებიც მსოფლიოს წამყვან გუნდებში თამაშობენ.

„ბოსნიასთან მატჩში გამოჩნდა, რომ დღესდღეობით მარტივი მატჩი არ არსებობს. მართალია 11-მატჩიანი მოგებათა სერია გვქონდა, თუმცა არც ერთი ნაკრები არ იყო იმ დონეზე, რომელზეც ნიდერლანდელები არიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იტალია რეიტინგის ათეულში იყოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

„ჯერჯერობით სასტარტო შემადგენლობაზე ჩამოყალიბებული არ ვარ, თუმცა იმას გეტყვით, რომ ბოსნიასთან მატჩის შემდეგ ძირითადი შემადგენლობის 7-8 მოთამაშე შეიცვლება.

„ჟორჟინიო, რომელიც ბოსნიასთან თამაშისთვის მზად არ იყო, ახლა ძირითადში იქნება. სენსიმ შესანიშნავად ითამაშა და გოლიც გაიტანა, თუმცა ფეხბურთელს ყოველ მესამე დღეს თამაშს ვერ მოვთხოვ.

„ჟორჟინიო, ვერატისთან და სხვა წამყვან ფეხბურთელებთან ერთად, ნაკრებისთვის ფუნდამენტალური მოთამაშეა, რომელსაც შესანიშნავი შესაძლებლობები აქვს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.