Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩინი:“ ჟორჟინიო სასტარტოში არ იქნება“

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბოსნიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

იტალია – ბოსნიას მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

„საბედნიეროდ, კიელინი დაგვიბრუნდა, რაც ძალიან მახარებს. ჯორჯო თავისი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ასევე შემოგვიერთდა აკერბიც და იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე დღეში ნიდერლანდებთან გვიწევს თამაში, მისი ნაკრებში დაბრუნდება ჩვენთვის კარგი ამბავია.

„არ მგონია, რომ ჟორჟინიო ძირითადში დავაყენო. ის ნაკრებს მოგვიანებით შემოუერთდა და მისი ფიზიკური კონდიციები ბოლომდე შესწავლილი არ გვაქვს.

„ნაკრებს დაუბრუნდა ძანიოლოც, რომელმას საკმაოდ მძიმე ტრავმა გადაიტანა, თუმცა ის მოტივირებულია და ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება. მას შეტევაში ძალიან ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში და არ მგონია, რომ ადაფტაციასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა ჰქონდეს.

„შეტევაში არჩევანის გაკეთება მომიწევს. არც ბელოტი და არც იმობილე ახლა იმ ფორმაში არ არიან, რომ 4 დღეში 2 თამაშის ჩატარება შეძლონ, ამიტომ როტაციას აუცილებლად მივმართავ, ჩვენ მათ ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდეთ და ტრავმების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.