Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენ ჩვენს თავებს იმედები გავუცრუეთ“

იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპსა და მუნდიალზე გასვლის შანსებზე ისაუბრა.

„ჩვენ თავიდანვე კარგად ვიცოდით, რომ შვეიცარიასთან თამაში ძალიან რთული იქნებოდა. იტალიამ მათ წინააღმდეგ ორივე მატჩში გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ ზოგჯერ იმას ვერ იღებ, რასაც იმსახურებ.

„სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისზე მეტი შანსი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ და საკუთარ თავებს იმედები გავუცრუეთ, მაგრამ ახლა ცხვირის ჩამოშვების დრო არ არის.

„წინ ძალიან რთული 2 მატჩი გველოდება და გპირდებით, რომ იტალია გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ მუნდიალზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ.“

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის პლეი-ოფში ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიის, შემდეგ კი თურქეთი – პორტუგალიის წყვილში გამარჯვებულის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.