Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ საკლუბო ფეხბურთ მენატრება…“

იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ სერია ა-ს მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას საკლუბო ფეხბურთი ენატრება.

„სიმართლე რომ გითხრათ, საკლუბო ფეხბურთი ძალიან მენატრება. როდესაც ნაკრებს მატჩების გამართვა უწევს, ეს გრძნობა იკლებს, მაგრამ როდესაც მატჩის გარეშე 5-6 თვე ყოფნა გიწევს, ყოველდღიური სამუშაო ძალიან გენატრება.

„სერია ა-ს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან საინტერესო და დაბალანსებულ ჩემპიონატს ვადევნებთ თვალს. ვფიქრობ, რომ სკუდეტოს მოსაპოვებლად 6-7 გუნდი იბრძვის და მათ შორის იუვენტუსიც არის.

„დარწმუნებული ვარ, რომ იუვენტუსი ძალიან მალე ლიდერთა შორის დაბრუნება და რამდენიმე ტურის შემდეგ ფავორიტთა შორის იქნება“