Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ საოცრება იქნება, თუ იტალია ერთა ლიგასაც მოიგებს“

რობერტო მანჩინიმ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ, რომელშიც აძურის ესპანერი დაუპირისპირდება, პრეს-კონფერენცია გამართა.

ევროპის ჩემპიონები უკვე 36 მატჩია არ დამარცხებულან და ამ სვლის გაგრძელებას ოთხშაბათს სან სიროზე შეეცდებიან.

„ესპანერი არის გუნდი, რომელმაც ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი პრობლემა შეგვიქმნა და ჩვენ მათი დამარცხება მხოლოდ პენალტებში მოვახერხეთ.

„ესპანეთს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს, შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, რომლებსაც ძალიან ძლიერი მწვრთნელი უძღვებათ.

„ჩვენ წინ ძალიან კარგი მატჩი გველოდება, ისინი ბურთის კონტროლში საუკეთესოები არიან და ჯერჯერობით მათ დონეზე ამ კრიტერიუმში ვერ ავდივარ.

„ჩვენი ამბიციები ? ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ და რა თქმა უნდა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთა ლიგის მოგება დიდებული გრძნობა იქნება.

„ევროპის ჩემპიონატის მოგება შესანიშნავი გრძნობა იყო. ჩვენმა გამარჯვებამ მთელი ქვეყანა გააბედნიერა და ჩვენ ამ მიღწევით ვამაყობ.

„საუკეთესო რამ ევროპის ჩემპიონატზე ? ურთიერთობა, რომელიც გუნდის თითოეულ წევრს შორის ჩამოყალიბდა. ჩვენ ერთად 50 დღე გავატარეთ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ შექმნილა.“