Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ სპინაცოლას ტრავმამ იტალიას დამატებითი მუხტი მისცა“

რობერტო მანჩინის თქმით, ლეონარდო სპინაცოლას ტრავმა იტალიისთვის დიდი დანაკლისი იყო, მაგრამ ამავდროულად ამ ფაქტმა გუნდს უფრო მეტი მუხტი და გამარჯვების მოტივაცია მისცა.

„სპინა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო უკანახაზელი იყო.  ის თავისი ფიზიკური ძალის, ტექნიკის და სისწრაფის ხარჯზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ტურნირის ასე დასრულება ნამდვილად არ დაიმსახურა.

„ეს როგორც სპინასთვის, ასევე თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე მომენტი იყო, როგორც სპორტული ასევე მენტალური თვალსაზრისით, მაგრამ მისი ტრავმის შემდეგ იტალიამ დამატებითი მუხტი მიიღო და გამარჯვების სურვილი უფრო გაგვიღვივა.“