Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ ტონალის ყურადღებით ვაკვირდები…“

რობერტო მანჩინიმ ერთა ლიგაზე ესპანეთთან ნახევარფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

შეხვედრა ხვალ, სან სიროზე გაიმართება.

„იტალიის საზღვრებს გარეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს შედარებით ადრე აძლევენ. ისინი რა თქმა უნდა შეცდომებს უშვებენ, მაგრამ რამდენიმე წელში ისინი მზად არიან.

„იტალიაში კი სხვანაირი მიდგომაა, აქ ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც კი უმწვავესად აკრიტიკებენ, ამიტომ მათი ნაკრებში გამოძახება დროზე ადრე სასურველი არ არის.“

იტალიის ნაკრებს შეტევაში პრობლემები აქვს. აძურის ტრავმირებული იმობილესა და ბელოტის გარეშე მოუწევს  თამაში.

„ჩვენ შეტევაში ორი ფორვარდი დაგვაკლდება, რომლებიც ტრავმების გამო სახლებში დარჩნენ.

„ჩვენ მოიზე კინი და ჯაკომო რასპადორი გვყავს, მაგრამ ჯერჯერობით სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს.

„36-მატჩიანი წაუგებელი სერია ? ჩვენ ყოველთვის გამარჯვება გვსურს და ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ადრე თუ გვიან აუცილებლად დავმარცხდებით და ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ ეს გვიან მოხდება..“

მანჩინიმ ტრავმირებული პესინა ინტერის ფედერიკო დიმარკოთი გადაწყვიტა და სანდრო ტონალი კვლავ 21-წლამდელებთან ერთად ითამაშებს.

„მე დიმარკოს სერია ა-ში დებიუტის შანსი მივეცი, მას ძალიან კარგად ვიცნობ. მე ის იმიტომ გამოვიძახე, რომ ფედერიკო რამდენიმე წელია მაღალ დონეზე ასპარეზობს და ვფიქრობ, რომ ის მზად არის.

„ჩვენ ტონალისდა სხვა ახალგაზრდა ტალანტებს ყურადღებით ვაკვირდებით. სანდრო კარგად პროგრესირებს და მისი დრო აუცილებლად მოვა.“

ესპანეთმა ნაპოლის ფაბიან რუისი და მილანის ბრაჰიმ დიასი არ გამოიძახა…

„მათ თითოეულ პოზიციაზე უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ და ყველას ვერ გამოიძახებ, მწვრთნელს ზოგი ფეხბურთელის დატოვება განაცხადს მიღმა უწევს.

„ჩვენი ამბიციები ? ერთა ლიგა იტალიისთვის მნიშვნელოვანი ტურნირია და ჩვენ აქაც გამარჯვება გვსურს. ასეთ მოკლე პერიოდში მომზადება მარტივი არ არის, მაგრამ ტურნირზე ევროპის 4 საუკეთესო ნაკრები ითამაშებს და ქომაგებს კარგი სანახაობა ელოდებათ.

„შეუძლია თუ არა კიეზას ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე თამაში ? ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ის ამის გაკეთებას მოახერხებს, თუმცა ფედერიკო ახლა სხვა პოზიციებზე უფრო პროდუქტიულია.

„ჩვენ კინი და რასპადორი გვყავს, ასევე არც ლორენცო ინსინიეს დავიწყება შეიძლება და ბერნარდესკი, რომელმაც ამ პოზიციაზე უკვე ითამაშა.

„ვინ გამაკვირვა ყველაზე მეტად სერია ა-ში ? ბიჭები ძალიან კარგად თამაშობენ. როგორც უკვე აღვნიშნე, ტონალი შესანიშნავ ფორმაშია, ასევე სხვა U21-ს წევრები. იმედია ისინი განვითარებას გააგრძელებენ და ძირითად ნაკრებში თამაშს დაიმსახურებენ.“