Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩინი:“ ტრავმები და ვირუსის შემთხვევები გადამწყვეტი იქნება“

რომას მცველის, ჯანლუკა მანჩინის აზრით, სერია ა-ს სატურნირო ცხრილს ტრავმები და კორონა ვირუსის შემთხვევები გადაწყვეტს.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან უცნაური სეზონი გველოდება, რომელშიც ტრავმები და კორონა ვირუსი გადაწყვეტს, თუ ვინ რომელ ადგილს დაიკავებს.

„იუვენტუსმა მწვრთნელი შეიცვალა და ამის გარდა მათ ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავთ, ამიტომ მათ ძველებურად დომინაცია გაუჭირდებათ, ჩვენი მიზანი კი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა და ვალდებულები ვართ, რომ თითოეულ შეხვედრას მაქსიმალური კონცენტრაციით შევხვდეთ.

„ჩვენი რიგები ძალიან მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა შეავსეს. პედრო და სმოლინგი გუნდს დამატებით თავდაჯერებულობას მატებენ. წინ 10 უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება, სადაც ნათლად გამოჩნდება, თუ რა ამბიციები აქვს გუნდს.

„სმოლინგმა მანჩესტერის შემადგენლობაში 300-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია.

„მისი გუნდში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელების გვერდით მისნაირი გამოცდილი ფიგურის ყოფნა მნიშვნელოვანია.

„ძანიოლო ? მე მას ჯერ კიდევ ფიორენტინადან ვიცნობ, ის ჩემთვის პატარა ძმასავით არის. იმედი მაქვს, რომ ნიკოლო გუნდს მალე დაუბრუნდება, მისი შესაძლებლობები გუნდს ძალიან აკლია.

„ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, რომ ნიკოლო მოედანს უფრო ძლიერი დაუბრუნდება.

„ფონსეკა ? ის ძალიან პირდაპირი ადამიანია, რომელსაც ფეხბურთი უზომოდ უყვარს. ის ყველა პატარა დეტალს სწავლობს და მატჩის წინ ჩვენ ჩვენს მეტოქეებზე ყველაფერი ვიცით, რაც ძალიან გვეხმარება.

„თუ რამე გეგმის მიხედვით არ მიდის, ფონსეკა ყოველთვის პირდაპირ გვეუბნება და ის მართალია. მატჩის დროს პაულო ძალიან მშვიდად გამოიყურება, თუმცა გარწმუნებთ, რომ ის ასეთი არ არის.

„ნაკრები ? მანჩინიმ ასეთი რამ მითხრა:“ შენი გვარის პატრონმა შეცდომები არ უნდა დაუშვა.“ ის ყველასგან მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ნაკრებში თამაშს დავიმსახურებ.“