Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ უემბლიმდე ჯერ კიდევ დიდი გზაა…“

რობერტო მანჩინის იტალიამ ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი სტარტი აიღო, თურქეთის ნაკრებს ყველა კომპონენტში აჯობა და მატჩში დამსახურებულად, 3 – 0 იმარჯვა (მიმოხილვა იხილეთ აქ).

შეხვედრის შემდეგ კომენტარი აძურის თავკაცმა გააკეთა:

„ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. პირველ ნახევარში გოლის გატანა ვერ შევძელით, მაგრამ ეს მარტივი არ ყოფილა, რადგან თურქეთს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელიც თავს ორგანიზებულად იცავდა.

„ასეთ მატჩებში თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ქომაგებისგან ძალიან დიდი მუხტი მივიღეთ და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ძლიერი სტარტ იავიღეთ, რაც როგორს სპორტული, ასევე მენტალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

„მეორე ტაიმში ჩვენ ბურთის უფრო სწრაფად მოძრაობა მოვახერხეთ, რითიც მეტოქის ნახევარზე გარკვეული სივრცეები გავაჩინეთ და მათი გამოყენება მოვახერხეთ.

„ფინალი ? იქამდე ჯერ ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ჩვენ ახლა მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ.“