Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ შვეიცარისთან რთული შეხვედრა გველოდება“

რობერტო მანჩინიმ შვეიცარიასთან მატჩზე ისაუბრა, რომელიც ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

„ჩვენ წინ კიდევ ერთი რთული მატჩი გველოდება. მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, რომელშიც ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი ირიცხება და იციან, თუ როგორ უნდა ითამაშონ.

„პეტკოვიჩი ძალიან კარგი და გამოცდილი სპეციალისტია, ამიტომ ბიჭებმა იციან, რომ სასურველი შედეგის მისაღებად ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს.“

გუშინ დომინიკო ბერარდიმ და მარკო ვერატიმ გუნდთან ერთად ივარჯიშეს, თუმცა ფლორენცი განცალკევებით ვარჯიშობს და ხვალინდელ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

„შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ იქნება. ფლორენცის ტრავმის გამო, მე ტოლოი-დი ლორენცოს შროის მომიწევს არჩევანის გაკეთება. ერთ მათგანს შეტევაში თამაში შესანიშნავად შეუძლია, მეორეს კი უკეთესი დაცვითი მახასიათებლეი აქვს და რომელი დაიწყებს სასტარტოში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„ვერატი ? ის გუნდთან ერთად უკვე 3-4 დღეა ვარჯიშობს, თუმცა ჩვენ აჩქარებას არ ვაპირებთ. მატჩამდე კიდევ 2 სამწვრთნელი სესიაა დარჩენილი, რომლის დროსაც გავიგებთ, შეძლებს თუ არა ის შვეიცარიასთან თამაშს.“