Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ ჩვენ მოედანზე თავდაჯერებულები გავალთ“

რობერტო მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

გახსნითი შეხვედრა ხვალ რომში, 11 საათზე დაიწყება და ერთმანეთს იტალია და თურქეთი დაუპირისპირდებიან.

„ახლა, როდესაც ტუნელის ბოლოს შუქი გამოჩნდა, ჩვენ გვსურს ხალხი გავართოთ და 90 წუთის განმავლობაში კარგი სანახაობა ვაჩვენოთ.

„მთელი მსოფლიოს მასშტაბით ის ადამიანებიც კი, რომლებიც ფეხბურთის დიდი ქომაგები არ არიან, ხშირად ასეთ მნიშვნელოვან ტურნირებს უყურებენ ხოლმე, ამიტომ გვინდა ეს დიდებული სპორტი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ.

„პირველი შეხვედრა ყოველთვის ყველაზე რთულია. ჩვენ დაძაბულობას თავი მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ და მთელი კონცენტრაცია მოედანზე გადავიტანოთ. იმის გამო, რომ ეს გახსნითი მატჩია, ორივე  გუნდზე უფრო დიდი ზეწოლა იქნება, თურქეთს კი შემადგენლობაში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს, ამიტომ წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება.“

2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასვლის შემდეგ, აძური წაუგებელ სვლას აგრძელებს. არის თუ არა ეს იტალიური ფეხბურთს ახალი ეპოქის დასაწყისი ?

„3 წლის წინ მე ნაკრებში ძალიან დიდი რწმენით მოვედი, რაც მას შემდეგ უფრო გაიზარდა. ჩვენ ძალიან ბევრი, თუმცა პროდუქტიული სამუშაო გავწიეთ, გვყავს ძლიერი შემადგენლობა და ერთიანი სულისკვეთება.

„თუ საბოლოო ჯამში ფინალში აღმოვჩნდებით, ეს ძალიან კარგი იქნება, თუმცა ერთის თქმა შეიძლება, იტალია თავის ძალებში დარწმუნებულია.“

ხვალინდელ მატჩს 16,000 ქომაგი დაესწრება.

„კარგი იქნებოდა, რომ სტადიონზე გაცილებით მეტ ქომაგს შესძლებოდა მოსვლა, თუმცა რა თქმა უნდა ცარიელ სტადიონებზე თამაშს ნამდვილად ჯობს.“

დღეს აძურის ტრავმის გამო ლორენცო პელეგრინი გამოაკლდა და ის გაეტანო კასტროვილიმ ჩაანაცვლა.

„ლორენცოს გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. ევროპის ჩემპიონატამდე ერთი დღით ადრე ნაკრების დატოვება ძალიან საწყენია და იმედი მაქვს, რომ ის მაქსიმალურად მოკლე დროში გამოკეთდება.“