Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ ჩვენ ჯერ ფინალში გასულები არ ვართ…“

რობერტო მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ, რომელშიც იტალიის მეტოქე ესპანეთი იქნება, კომენტარი გააკეთა.

შეხვედრა ხვალ ინგლისში უემბლის სტადიონზე, 23:00 საათზე გაიმართება.

„წინ რთული შეხვედრა გველოდება, ესპანეთი ბელგიისგან განსხვავდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფრო მარტივი თამაში იქნება.

„ესპანელები ბოლო წლებში შესანიშნავად გამოიყურებიან, მათ ბევრი ახალგაზრდა ტალანტი და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ. ლუის ენრიკემ ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა ის რომაშიც შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებდა.“

ბევრი იტალიელი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ აძური უკვე ფინალშია გასული…

„ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის. მოედანზე ორი თანაბარი გუნდი გადის და ფინალში გასვლის ერთნაირი შანსი გვაქვს. ჩვენ მიზნის მისაღწევად მოედანზე სრულყოფილი თამაშის ჩვენება მოგვიწევს.“