Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მღელვარება თავიდან უნდა ავიცილოთ“

იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„შვეიცარიის წინააღმდეგ ჩვენ უჩვეულოდ აღელვებულები ვიყავით. ირლანდიასთან მატჩში ზეწოლა ჩვენზე კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ჩვენ ამ მღელვარებას უნდა გავუმკლავდეთ და მაქსიმალური კონცენტრაცია მოედანზე გავაკეთოთ.“

იტალიის ნაკრებსს ტრავმების გამო ჩირო იმობილე, ნიკოლო ძანიოლო, ლორენცო პელეგრინი, ალესანდრო ბასტონი, ჯორჯო კიელინი, კრისტიანო ბირაგი და სალვატორე სირიგუ დააკლდება.

„მართალია ჩვენ შემადგენლობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გვაქვს, მაგრამ ეს თავის გასამართლებელი საბუთი არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, რა შემადგენლობით ან რა სქემით გავალთ მოედანზე, მთავარია ჩვენ პირველივე წუთს სწორი მენტალობით და მოტივაციით შევხვდეთ და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს აუცილებლად მოვიპოვებთ.

„ნახევარდაცვის ხაზი ? ტონალი ძალიან განვითარდა და შესაძლოა სასტარტოში ვიხილოთ. ბარელა თავს უკეთ გრძნობს, შვეიცარიასთან ის 100 პროცენტით მზად არ იყო.

„ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მთავარი მატჩისადმი სწორი განწყობა და მენტალობაა. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია და თუ იმ თამაშს ვაჩვენებთ, რომელიც იტალიას ეკადრება, სახლხში მუნდიალის საგზურით დავბრუნდებით.“