Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ ძანიოლოს ჯანმრთელობით ვერ გავრისკავდით“

იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ ძანიოლო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ნაკრების ფეხბურთელები კორონა ვირუსის ვაქცინას გაიკეთებენ.

„იმედი მაქვს, რომ ვაქცინას პირველ რიგში ის ადამიანები მიიღებენ, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, განსაკუთრებით მოხუცები, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ ბევრი მოგზაურობა გვიწევს, რაც ინფიცირების რისკებს ძალიან ზრდის.“

იტალიის ნაკრები ოლიმპიკოზე გულშემატკივრების თანდასწრებით ითამაშებს.

„სტადიონზე მაყურებლები ფეხბურთის განოყოფელი ნაწილია და იმედი მაქვს, რომ უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით გულშემატკივრები დაბრუნებას სერია ა-შიც მოახერხებენ.

„ძანიოლო ? მას ნაკრებში თამაში ძალიან სურდა, თუმცა მისი ჯანმრთელობით გარისკვა არ გვსურს. ნიკოლო ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ის აძურის რიგებში თამაშს კიდევ მოასწრებს.

„კინი ? ის პსჟ-ში ძალიან კარგად თამაშობს და დარწმუნებული ვარ, რომ მოიზე იტალიის ნაკრებს ძალიან დიდი ხანი დაეხმარება.“