Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჯუკიჩის მილანში დარჩენა გამორიცხული არ არის

მარიო მანჯუკიჩის მილანური კარიერა არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო. ხორვატი ფეხბურთელი როსონერის იანვარში შეუერთდა, თუმცა მას შემდეგ ტრავმების გამო მოედანზე მხოლოდ 158 წუთი გაატარა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, არც თუ ისე წარმატებული სტარტის მიუხედავად, როსონერის ხელმძღვანელობა ხორვატი ფეხბურთელის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და თუ ის სეზონის დარჩენილ მატჩებში თავის გამოჩენას მოახერხებს, მანჯუკიჩის კონტრაქტში არსებულ პუნქტს აამოქმედებს და მას გუნდში კიდევ ერთ სეზონით დაიტოვებს.