Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჯუკიჩი შესაძლოა რომაში გადავიდეს

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა თავისი სამსახური რომას შესთავაზა და შესაძლოა ჯალოროსის რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

ბოლო კვირეებში ხორვატი ფეხბურთელი ინტერს დაუკავშირეს და ნერაძურიში მაქს ალეგრის მისვლის შემთხვევაში ეს ტრანსფერი სავსებით რეალურია, თუმცა ჯერჯერობით სუპერ მარიო ყველაზე ახლოს რომასთან არის.

მანჯუკიჩს ყატარში გატარებული არც თუ ისე წარმატებული სეზონის შემდეგ ევროპულ ფეხბურთში სურს დაბრუნება და მზად არის ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს.


Leave a Reply

Your email address will not be published.