Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჯუკიჩმა ხელფასზე უარი თქვა…

მარუი მანჯუკიჩმა მარტის თვეში ასაღებ ხელფასზე უარი თქვა, რადგან მან გუნდის დახმარება ვერ მოახერხა და აღნიშნული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

ამის შესახებ კომენტარი მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ გააკეთა.

„მანჯუკიჩის საქციელი კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, თუ რამდენად დიდი პროფესიონალი და კარგი ადამიანია მარიო. ძალიან სამწუხაროა, რომ ტრავმების გამო მან თავისი შესაძლებლობები მილანის მაისურით ვერ გამოავლინა, მაგრამ მარიო უკვე თავს უკეთ გრძნობს და გუნდს მისი იმედი აქვს.“