Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მარადონა:“ ნაპოლისგან დაბადების დღის საჩუქრად სკუდეტო კარგი იქნებოდა“

დღეს ფეხბურთის ლეგენდას, დიეგო მარადონას 60 წელი შეუსრულდა. მარადონამ Corriere dello Sport-ს განუცხადა, თუ რას ისურვებდა დაბადების დღის საჩუქრად.

„ჩემთვის არაფერი მინდა, ვისურვებდი, რომ კორონა ვირუსი გამქრალიყო.

„ვისურვებდი, რომ მან ხალხი მშვიდად დატოვოს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც სირარიბის გამო ადამიანებს თავის დაცვა არ შეუძლიათ. ქვეყნებში, სადაც შიმშილის პანდემია უკვე დიდი ხანია მძვინვარებს.

„თუმცა ერთი სურვილი მაინც მაქვს, ვისურვებდი, რომ ნაპოლიმ სკუდეტო მოიგოს, ეს შესანიშნავი საჩუქარი იქნებოდა.

„ძვირფასო გატუზო, ასე გააგრძელე შენი შემართებით და მენტალიტეტით. ადამიანები იმით ამაყობენ, რომ იუვენტუსის, მადრიდის რეალის და ბარსელონას წევრები იყვნენ, მე კი ამაყი ვარ, რომ ერთ დროს ნაპოლის წევრი ვიყავი და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ამას შენც იტყვი.“