Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარანი:“ ინტერს კიდევ ერთი ფორვარდი სჭირდება“

იტალიელი ჟურნალისტის მატეო მარანის აზრით, ინტერს კიდევ ერთი, უფრო ფიზიკური ფორვარდი სჭირდება.

„ვერონასთან მატჩში ჩვენ ძლიერი, ხარისხიანი ინტერი ვნახეთ. ნახევარდაცვამ საუკეთესოდ ვერ ითამაშა, მაგრამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა.

„ჯეკო-ლაუტაროს დუეტი ჯერ ახალი შექმნილია და მათ აშკარად ეტყობოდათ, რომ შეთამაშება აკლიათ, მაგრამ მათ სოლიდური შეტევის ხაზის შექმნა შეუძლიათ და კორეას დახმარებით, ნერაძური არვის ჩამოუვარდება.

„ამის მიუხედავად მაინც ვფიქრობ, რომ ინტერს კიდევ ერთი ფორვარდი სჭირდება, რადგან ნერაძურის სკამზე ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი არ ჰყავს, ჯეკო კი უკვე ისეთ ასაკშია, რომ მისგან ყველა მატჩში თამაშს ვერ მოითხოვ, მას შემცვლელი აუცილებლად დასჭირდება…“