Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარანი:“ ჰანდანოვიჩი მოედანზე სხვაობას ვეღარ ქმნის“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, მატეო მარანის აზრით ინტერის გაშვებული გოლების საშინელი მაჩვენებელი ჰანდანოვიჩის კისერზეა.

ნერაძურიმ მიმდინარე სეზონში უკვე 21 გოლი გაუშვა, რაც გასულ სეზონთან შედარებით საგრძნობლად ცუდი შედეგია. წინა წელს ინტერმა 16 ტურის შემდეგ მხოლოდ 14 გოლი გაუშვა.

„მართალია ინტერს სამპდორიასთან ძალიან არ გაუმართლა, თუმცა ყველაფერს იღბალს ვერ დავაბრალდებთ.

„უკვე ყველასთვის კარგად ნათელია, რომ თუ ინტერი დაცვაში არ ზის და მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, დაცვის ხაზს მეტოქის შეტევასთან გამკლავება ძალიან უჭირს.

„ინტერმა კროტონესა და სამპდორიასგან, რომლებიც სერია ა-ში ყველაზე ცოტა გოლს იტანენ, 4 გოლი გაუშვეს და ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს.

„ჰანდანოვიჩი მოედანზე სხვაობის შექმნას ვეღარ ახერხებს. გუნდს მისი შესანიშნავი სეივები ძალიან აკლია. ჩემი აზრით დრო მოვიდა, რომ ნერაძური მისი შემცვლელის ძიებას სერიოზულად მიუდგეს.“

გათიშვა