მარაშ კუმბულას ლაციოში თამაში სურს

ინტერის და იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნეს ლაციოში თამაში უნდა.აღნიშნულ ინფორმაციას il Messaggero ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით,20 წლის ალბანელი მცველი,რომელიც ვერონას ფეხბურთელია და კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაოფმებული,ნაპოლიში გადასვლაზე უკვე უარი განაცხადა და გუნდის მესვეურებს აცნობა,რომ სიმონე ინძაგის ლაციოში სურს კარიერის გაგრძელება.

ვერონა ალბანელი უკანახაზელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს,ლაციო კი ფეხბურთელის სურვილი გამოყენებას გეგმავს და მზად არის,ფეხბურთელში 18-20 მილიონი ევრო გადაიხადოს.

კუმბულამ მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,1 გოლის გატანა მოახერხა და გუნდს კარის მშრალად შენახვაში 7 თამაშში დაეხმარა.

Leave a Reply

Your email address will not be published.