Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარინომ დე პაულის წასვლა დააანონსა ?

უდინეზეს სპორტულმა დირექტორმა პასკუალე მარინომ როდრიგო დე პაულის ზაფხულში შესაძლო წასვლა დააანონსა.

დე პაული უკვე დიდი ხანია იუვენტუსის, ინტერის, ლივერპულის და სხვა გრანდების სატრანსფერო სამიზნეა.

„დე პაულს აქვს მახასიათებლები, რომლებიც ნებისმიერ ევროპის ტოპ გუნდს დაამშვენებს და გააძლიერებს.

„იმედი მაქვს, რომ ის არ წავა, თუმცა როდრიგო ამბიციური ფეხბურთელია და ნებისმიერი გუნდი, რომელიც მას ზაფხულში გაიფორმებს, სერიოზულ ძალას მიიღებს.“

მარინომ სკუდეტოს ფავორიტებზეც ისაუბრა.

„ჩემი აზრით, ინტერი სკუდეტოს მოპოვების ფავორიტია, ისინი თავიანთი სოლიდურობით ძალიან მაკვირვებენ, თუმცა ვინ გაიმარჯვებს ამის თქმა ჯერ ადრეა, იუვენტუსი, მილანი და ინტერი ბოლომდე იბრძოლებენ.“