Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარიო მანჯუკიჩმა კარიერა დაასრულა

მილანის და იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა 35 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

მანჯუკიჩი 2021 წლის იანვარში მილანს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მაგრამ ტრავმების გამო მან საერთო ჯამში 11 მატჩი ჩაატარა და გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ხორვატმა ფეხბურთელმა სერია ა-ში საერთო ჯამში 128 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.