Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარიო რუი:“ ნაპოლი რონალდუს გაშლილი ხელებით მიესალმება…“

იტალიურ და ბრიტანულ მედიაში მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს ნაპოლიში შესაძლო ტრანსფერის თაობაზე საუბარი არ წყდება.

ამ თემაზე კომენტარი პარტენოპეის ფეხბურთელმა მარიო რუიმ გააკეთა.

„მე კრიშტიანუს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ის ნებისმიერ გუნდში თავის მაქსიმუმს აკეთებს.

„რონალდუს დონის ფეხბურთელი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა გუნდში მივა, ყველგან წარმატებას აღწევს და შეუჩერებელი ხდება, თუ ის ქომაგების მხარდაჭერას გრძნობს.

„კრიშტიანუ პორტუგალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა და თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, ჩვენ მას გაშლილი ხელებით შევხვდებით.“