Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარკეტიმ ტონალის, ჰაუგეს და პობეგას შესახებ ისაუბრა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ ჰაუგეს, ტონალის და პობეგას შესახებ ბოლო უახლესი ინფორმაცია გაავრცელა

„მოლაპარაკებები ატალანტასა და მილანს შორის ტომაზო პობეგას ტრანსფერთან დაკავშირებით პოზიტიურად ვითარდება. მილანს ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონის მიღება სურს, ბერგამოელები კი 10-12 გადახდას აპირებენ და ყველაფერი კონტრაქტში ბონუსების სისტემის დანერგვით გადაწყდება.

„ჰაუგეს რაც შეეხება, მისი ტრანსფერით არაერთი იტალიური თუ ევროპული გუნდი ინტერესდება, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ფრანკფურტი აქტიურობს. როსონერის მის სანაცვლოდ 15 მილიონის მიღება სურს და უფრო ნაკლებ ვარიანტს არც კი განიხილავს.

„ტონალის მილანში ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია, გუნდები ბოლო დეტალებს აგვარებენ და ის როსონერის სრულფასოვანი წევრი გახდება. სანდროს სურვილიდან გამომდინარე, მილანმა სასურველი ფასდაკლება მიიღო.“