Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარკეტი:“ კონტეს ინტერის დატოვება არ სურს, თუმცა…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ ანტონიო კონტეს მომავალზე ისაუბრა.

„ანტონიო კონტეს Suning-თან და ჟანგთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურს, ის მხოლოდ გარანტიებს ითხოვს, რომ ორი წლის წინ დაწყებული პროექტი გაგრძელდება.

„ყველამ იცის, რომ ფინანსურად გუნდებს რთული პერიოდი უდგათ და ეს პრობლემა განსაკუთრებით ინტერს აწუხებს.

„ჟანგი კონტეს უახლოეს საათებში შეხვდება და გუნდის ფინანსებთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს. შესაძლოა კონტე იმას დათანხმდეს, რომ ნერაძურიმ ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე არ იაქტიუროს, მაგრამ ანტონიო გუნდის ლიდერების გაყიდვას ნამდვილად არ დათანხმდება.“

გათიშვა