Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარკეტი:“ მილანმა უდინეზესთან დე პაულის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო“

ლუკა მარკეტიმ Sky Sport-თან საუბრისას მილანის სატრანსფერო საქმიანობები მიმოიხილა.

„ლაქსალტის მოსკოვის დინამოში ტრანსფერს გაოფიციალურებაღა აკლია. როსონერი მის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ასე თუ ისე კარგი შევსებაა.

„ბეტისი კასტილეხოს მიმართ ინტერესს იჩენს და მისი გაყიდვის შემთხვევაში როსონერი ტულუზას ამინე ადლის გაფორმებას შეეცდება, ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც როგორც ცენტრში, ასევე მარჯვენა ფლანგზე თამაში შეუძლია.

„მილანი ჟირუს აგენტთან ხშირ კონტაქტზეა. მხარეებს შორის პირადი კონტრაქტი უკვე მოგვარებულია და ახლა ყველაფერი ჩელსის ხელშია, რადგან როსონერის მის სანაცვლოდ ფულის გადახდა არ სრუს.

„მილანი ჩალჰანოღლუსთან მიმართებაში დათმობაზე არ მიდის. მალდინი მის კონტრაქტს ისევე მიუდგა, როგორც დონარუმას შემთხვევაში – ან ხელი მოაწერე, ან წადი. როსონერი გაუმჯობესებული წინადადების გაკეთებას მისთვის არ აპირებს. მისი გაფორმების სურვილი ატლეტიკომ გამოთქვა და თურქის ესპანეთში გადაბარგების შემთხვევაში, მილანს დე პაულის ტრანსფერზე ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება.

„დე პაულს რაც შეეხება, მილანმა უდინეზესთან არგენტინელის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო, თუმცა ჯერჯერობით მხარეები შეთანხმებისგან ძალიან შორს იმყოფებიან.“