Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარკეტი:“ რონალდუ იუვენტუსის დატოვებას არ აპირებს“

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა იუვენტუსის გეგმებზე ისაუბრა და იტალიის ნაკრებსაც შეეხო.

„აკლია თუ არა აძურის ლევანდოვსკის, ბენზემას და ლუკაკუს სტილი ფორვარდი ? ჩირო იმობილემ უკვე ორი გოლის გატანა მოახერხა და ამის დავიწყება არ შიძლება. იტალიის ნაკრების შეტევას არაფერი დაეწუნება და ვფიქრობ, რომ მანჩინის სტილს იმობილესნაირი მოძრავი ფორვარდი უფრო შეეფერება.

„პოგბა იუვენტუსში ? არ ვფიქრობ, რომ პოლი იტალიაში დაბრუნდება, რადგან მისი გაფორმება წარმოუდგენელ ხარჯებთან არის დაკავშირებული. არსებული სიტუაციის გამო, ასეთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდებს არ შეიცვლიან.

„რონალდუ ? ამ მომენტისთვის არანაირი სიგნალი არ არსებობს იმისა, რომ კრიშტიანუ გუნდს დატოვებს. ვფიქრობ, რომ ის დარჩება და ტურინელები კიდევ ერთ ახალგაზრდა ფორვარდს დაიმატებენ.“