Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარკიზიო:“ იტალიამ ფსონი იმობილეზე უნდა გააკეთოს“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ იტალიის ნაკრებში იმბოილესა და ბელოტის შორის გამართულ პაექრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მანჩინიმ ფსონი ჩიროზე უნდა გააკეთოს.

„იმობილეს აქვს რაღაც, რითიც ბელოტი ვერ დაიკვეხნის. მან გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშით დიდი გამოცდილება მიიღო, წინა სეზონში კი ჩირომ ოქროს ბუცის მოგება მოახერხა.

„ბელოტის იმობილესთან შედარებით გამოცდილება აკლია. მას ევროპულ თასებზე არასოდეს უთამაშია, აძურის კიდე ასეთი გამოცდილების მქონე ფორვარდი სჭირდება, რომელიც ცივსისხლიანობას არ დაკარგავს.“