Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მარკიზიო:“ იუვენტუსი – ნაპოლი უნდა გადადებულიყო“

იუვენტუსის ლეგენდის, კლაუდიო მარკიზიოს აზრით, იუვენტუსი – ნაპოლის მატჩი, რომელზეც პარტენოპეი არ გამოცხადდა, უნდა გადადებულიყო.

„იუვე – ნაპოლის დაპირისპირებაზე სერია ა-ს წარმომადგენლებს უფრო სერიოზულად მიდგომა მართებდათ, რადგან ნაპოლიმ ჯენოას წინააღმდეგ ითამაშა, გუნდის წინააღმდეგ, სადაც 17 ფეხბურთელს ვირუსი დაუდასტურდა.

„ნაპოლი არა მხოლოდ იუვენტუსის ფეხბურთელებს აყენებდა რისკის ქვეშ, არამედ ნაკრების ფეხბურთელებსაც.

„საბედნიეროდ, არც იუვენტუსში და არც ნაპოლიში ახალი შემთხვევები არ დაფიქსირა, თუმცა შეხვედრა აუცილებლად უნდა გადადებულიყო.“

შეგახსენებთ, რომ ვერდიქტი მატჩის საბოლოო შედეგთან დაკავშირებით მიღებული კიდევ არ არის.