Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მარკიზიო:“ პოგბა, დაბრუნდი იუვეში !“

კლაუდიო მარკიზიომ ყოფილ თანაგუნდელს, პოლ პოგბას იუვენტუსში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ფრანგმა ფეხბურთელმა გუშინ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი უდგას და ნაკრებში თამაში სუფთა ჰაერივით არის, მარკიზიომ კი ტვიტერზე ასეთი რამ დაპოსტა:

„გთხოვ, დაბრუნდი იუვენტუსში. აქ შენც ბედნიერი იქნები და მეც.“

პოგბამ და მარკიზიომ იუვენტუსში ერთად 4 სეზონი გაატარეს, რის შემდეგაც პოლი მანჩესტერში 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა.