Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მარკოს პაულოს აგენტი:“ იუვენტუსთან, ინტერთან და მილანთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“

რამდენიმე დღის წინ იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი შემტევი მარკოს პაულო ინტერში ტრანსფერთან იყო ახლოს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე მისმა აგენტმა ისაუბრა.

„ამ ეტაპზე ჩვენ გუნდის ნებართვის გარეშე არც ერთ მხარესთან მოლაპარაკებების წამოწყების უფლება არ გვაქვს. ვადასტურებ, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ ინტერთან მოლაპარაკებები გვქონდა, თუმცა მათ გარდა ჩემი კლიენტით მილანი და იუვენტუსიც ინტერესდება.

„მას პორტუგალიის პასპორტი აქვს, რაც კიდევ ერთი დადებითი ასპექტია, რადგან გუნდებს არა-ევროპელი ფეხბურთელებისთვის გამოყოფილი აროდენობის შევსება არ მოუწევთ.

„ჩემი აზრით, მარკოს პაულო დიბალას და რივალდოს კომბინაციაა, რომელიც ნებისმიერ გუნდს ძალიან წარადგება, თუმცა მომავალში რა მოხდება არავინ იცის.“