Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაროტა:”ინტერი ყველა ფრონტზე იბრძოლებს”

ინტერის გენერალური დირექტორის თქმით,სკუდეტოსთვის ბრძოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ნერაძური ყველა ფრონტზე ბოლომდე იბრძოლებს.

ამჟამად მილანელები მესამე ადგილზე იმყოფებიან,ლიდერ იუვენტუსს 9 ქულით ჩამორჩებიან და მათზე ერთი თამაშით მეტი აქვთ დარჩენილი.

„ჩვენი გეგმები არ შეცვლილა,წინ 13 შეხვედრაა დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.პირველ რიგში იტალიის თასზე ვართ კონცენტრირებულები,შემდეგ სკუდეტოზე და ევროპა ლიგაზე.

მაროტამ რამდენიმე სიტყვა ანტონიო კონტეზეც თქვა.

„ის უდიდესი პროფესიონალია,მას ფეხბურთი უყვარს და საქმეში ბოლომდეა ჩართული.მისი ამ თვისებებიდან გამომდინარე,ყველაფერი უფრო მარტივი ხდება.ჩვენ გვინდა ინტერის ხარისხი და დონე გავზარდოთ.“

ლაუტარო მარტინესის საკითხზე მან განაცხადა.

„მარტინესი ინტერის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ჩვენ მისი გაყიდვა არ გვინდა.მას კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 111 მილიონი ევრო აქვს მითითებული და ამ პუნქტს 7 ივლისამდე აქვს ვადა,ამ დრომდე თუ გამოსასყიდი თანხა არავინ გადაიხადა,ჩვენ მას არ გავყიდით.

„ინტერს დიდი გეგმები აქვს და ლაუტარის შეუძლია ამ გეგმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გახდეს.თუმცა,თუ მის გამოსასყიდ თანხას რომელიმე გუნდი გადაიხდის,მაშინ ინტერი ერთ ტოპ ტრანსფერს აუცილებლად განახორციელებს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.