Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაროტამ დაადასტურა, ინტერი იყიდება…

ბეპე მაროტას ბოლო დღეებში გავრცელებულ ხმებზე, რომელთა მიხედვითაც ნერაძურის ძალიან მალე ახალი მეპატრონე ეყოლება, კომენტარის გაკეთება მოუწია და გუნდის გენერალურმა დირექტორმა ეს ხმები დაადასტურა.

„Suning-ი ინტერის მიმართ გამოთქმულ სხვადასხვა ინტერესს გუნდის კეთილდღეობის და ისტორიული ღირებულებების დასაცავად განიხილავს.

„მიუხედავად ამისა, გუნდზე ამ ინფორმაციამ არ უნდა იმოქმედოს და იგივე შემართებით უნდა განვაგრძოთ განვითარებისთვის ბრძოლა, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით.“