Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტამ დიბალას მიმართ ინტერესი დაადასტურა

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბემე მაროტამ პაულო დიბალას მიმართ ინტერესი დაადასტურა.

„დიბალა ? ის დიდებული ფეხბურთელია, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. ჩვენ გუნდში საკმაოდ ბევრი ფორვარდი გვყავს, მაგრამ პაულოს შესაძლებლობებს ვაფასებთ და ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია.“

მაროტამ კომენტარი ივან პერიშიჩზეც გააკეთა, რომელსაც კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს ეწურება.

„ჩვენ პერიშიჩის შენარჩუნება გვსურს, მას კი გუნდში დარჩენა, ამიტომ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. ამ თემაზე უკვე ვმუშაობთ.“