Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაროტამ ერიქსენის გუნდიდან წასვლა არ გამორიცხა

ტორინოსთან მატჩის წინ კომენტარი ინტერის დირექტორმა გააკეთა და კრისტიან ერიქსენის მომავალზე ისაუბრა.

„კონტემ ერიქსენზე კომენტარი უკვე გააკეთა, მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ჩვენ გუნდში ისეთი ფეხბურთელის დატოვებას, რომელსაც წასვლა სურს, არ ვაპირებთ.

„კრისტიანს ჯერჯერობით გუნდიდან წასვლის შესახებ თხოვნით არ მოუმართავს, თუმცა როდესაც ამის დრო მოვა, ჩვენ ყველა ვარიანტს განვიხილავთ და სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ.“