Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტამ ინსინიეს ტრანსფერზე მუშაობა არ გამორიცხა

ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ ნაპოლისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„არის თუ არა ეს გადამწყვეტი მატჩი ? არა, ჯერ სეზონი ახალი დაწყებულია და წინ უამრავი მატჩი გველოდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ნაპოლი ჩვენი პირდაპირი კონკურენტია და ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ დღეს ყველას უნდა დავანახოთ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა კვლავ შეგვიძლია. ცხრილის ლიდერებთან ჩვენი ძალების გამოვლენის შესანიშნავი შანსი გვაქვს.

„ბროზოვიჩის კონტრაქტი ? ის ინტერში ბედნიერია და იმედი ამქვს, რომ მარსელო ამ დიდებულ გუნდში კარიერას გააგრძელებს, რადგან ინტერმა მას ძალიან ბევრი მისცა და ამავდროულად გუნდმა მისგან ბევრი მიიღო.“

ლორენცო ინსინიეს ნაპოლისთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მის სახელს ინტერს აქტიურად უკავშირებენ.

„დღეს ამ თემაზე საუბარი ეთიკური არ იქნება, რადგან ის ამ საღამოს ჩვენი მეტოქეა, თუმცა ინტერი სატრანსფერო ფანჯარას ყურადღებით აკვირდება და თუ გუნდის გაძლიერების შანსი გვექნება, მის გამოყენებას აუცილებლად შევეცდებით.“